ბევრს შეიძლება არც სმენოდეს არაფერი ლაურა დალმაიერის შესახებ, მაგრამ გერმანული ბიატლონის დედოფალი თავის საქმეში ლეო მესი ან თუნდაც როჯერ ფედერერია.

ორგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ამის მიზეზად დოპინგკონტროლის მახინჯი სისტემა დაასახელა:

„დავიღალე. მომბეზრდა იმაზე ფიქრი, რომ ყოველ დღე, დილის 6-დან ღამის 23 საათამდე ვალდებული ვარ თითოეული ჩემი გადაადგილება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში დავაფიქსირო, რათა ანტისადოპინგო სააგენტოს ინსპექტორებმა მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს მიპოვონ. ამ ყველაფრის გამო ვეღარ ვგრძნობ მოტივაციას, რომელიც აუცილებელია მომავალი წარმატებებისთვის.”

ლაურა არაა პირველი, ვინც ამ სისტემის სიმახინჯეზე საუბრობს, მაგრამ უკეთესიც ვერავინ მოიფიქრა. ნიშანდობლივია, რომ გერმანული ბიატლონის მანამდელმა დედოფალმა მარგარიტა ნოიერმაც ზუსტად ამ ასაკში ინება პენსიაში გასვლა.

დარწმუნებუთ უკვე ვეღარავინ ამბობს, ანტისადოპინგო სააგენტოს ზემკაცრ რეგულაციებს სპორტისთვის უფრო მეტი სიკეთე მოაქვს თუ ზიანი.

წილი
წინა სტატიაალეგრის ტურინმა ხელი დაუქნია
შემდეგი სტატიარეშფორდი ჭოჭმანობს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...