ინფორმაცია უკვე ტურინული კლუბის ოფიციალურ საიტზე დევს. შაბათს კლუბის მფლობელი ანდრეა ანიელი და აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმელიანო ალეგრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და იმ მიზეზებზე ისაუბრებენ, რამაც კლუბი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
არც სჭირდება ახსნა. ალეგრი „იუვენტუსში“ ხუთი წლის წინ მივიდა, ხუთჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონატი, ჯამში 11 ტიტულს მოუყარა თავი, მაგრამ მთავარი პირობა შეუსრულებელი დარჩა – ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს ტურნირი კი ანიელის სუსტი წერტილია.
ალეგრიმ ხუთ წელიწადში ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. წლეულს მის ევროსეზონს კრიშტიანუ რონალდუმ და „ატლეტიკოსთან“ გაკეთებულმა ჰეთ თრიქმაც ვერაფერი არგო.