დიახ, ცუდად მოიქცა უეფა, რომ „ჩელსის“ და „არსენალის“ ფანებს გაცილებით ცოტა ბილეთები არგუნა ევროპის ლიგის ფინალში, ვიდრე ნეიტრალურ მაყურებელს. დიახ, ცუდია რომ ნეიტრალურები ბილეთებს „ოთუზბირად“ მიჰყიდიან ინგლისელებს, მაგრამ უხერხულია იმაზე წუწუნი, რომ ბაქო შორია და იქ რა ჩავა.

დაგუგლეთ და ნახეთ ინგლისის ყოფილი კოლონიები. ევროპის ლიგის ფინალები და თვითმფრინავები არ სჭირდებოდათ საიმისოდ, რომ დედამიწის რაგინდარა კუთხეში დროშა დაერჭოთ და რაღა ბაქო გახდა ჩაუსვლელი?

უხერხულია წუწუნი უნაი ემერისგანაც. განა ემერი არ გახლდათი ის კეთილშობილი იდალგო, ვინაც დაჰკრა ფეხი და 2012 წელს ვალენსიიდან, ამ საოცრად კოხტა ქალაქიდან მოსკოვში, „სპარტაკის“ მწვრთელად წავიდა? და მერე „სპარტაკთან“ ერთად  მიფრინავდა და მოფრინავდა ვლადიკავკაზში, ვლადივასტოკში, მახაჩყალაში, ეკატერინბურგში, გროზნოში, პერმში და ასე შემდეგ.

ბაქოა, რა! ხუთ საათზე ჩაი იქნება ინგლისელებისთვის და მერე ჰაიდა, სტადიონისკენ !

წილი
წინა სტატიასიტი თავხედია თუ თავდაჯერებული?
შემდეგი სტატიადიადი ჩემპიონი და ქართველი
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.