ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი.

სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია.

პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან დრაქსლერს შეელევა. ამ უკანასკნელის ყიდვას მიუხენის „ბაიერნი“ გეგმავს.