სამიდან სამი გამარჯვება! უკეთესს ვერც ვინატრებდით. ლევან გორგაძის ქომაგებს, მადა რომ ჭამაში მოდის, უკვე ის დაგვემართა. რატომაც არა – ტოჩინოშინმა ამჯერად მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი განდევნა ხალიჩიდან იორიკირით, ანუ ძალისმიერი მიწოლით.

მონღოლს აქამდე ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა. ჩვენებურს კარგა ხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა. ხვალ ლევანი მესამე მაეგაშირა ტამავასის დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ ბრძოლებში ჩვენებური 17:10 იგებს. ტამავასის მიმდინარე ბაშოზე 1:2 ბალანსი აქვს.

ძურიოს დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ ანუ თეიმურაზ ჯუღელმა. მან ამჯერად ჩიონოუმი დაჩაგრა.

წილი
წინა სტატიაუეფა სინდისს ყიდის თუ ბილეთებს?
შემდეგი სტატიააზარსმოკლებული ტრანსფერი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".