„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს.

ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება.

ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას?

თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ 59 წლის მწვრთნელისთვის მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმება კლუბს გააძვირებს, არადა მას გულში „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვა აქვს ჩადებული. უცნობია როდის, მაგრამ ადრე თუ გვიან ეშლი ამას აპირებს.

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ „ნიუკასლმა” ბენიტესს გასულ სეზონშიც დიდძალი გასამრჯელო გადაუხადა — 9 მილიონი გირვანქა, თუმცა ახალი შეთავაზება ფრანგს პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს.

ბენიტესის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთში წასვლაზე ანუ უზარმაზარ ხელფასზე მან უარ თქვა.