ტურინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა.
ის ახალ კონტრაქტს ითხოვს, რომელშიც ხელფასი მკვეთრად იქნება გაზრდილი და 2022 წლამდე იქნება ძალაში. ამას გარდა, სინიორ ალეგრი კლუბში მისი ძალაუფლების გაზრდას ითხოვს.
ძალაუფლებაში, უპირველესად, სატრანსფერო საკითხებზე გავლენა იგულისხმება. მთავარი მწვრთნელის აზრით, „იუვეს“ აუცილებლად სჭირდება გაძლიერება დაცვასა და ნახევარდაცვაში. ამას გარდა, ალეგრი ლამის უკვე კატეგორიულად მოითხოვს პაულო დიბალას გაყიდვას. ფორვარდს „ბაიერნის“ და „მანჩესტერის“ სახით მსურველები ჰყავს და არც კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი, თუკი შეთავაზებული თანხა 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.
მასიმილიანო ალეგრის მოქმედ კონტრაქტს ყავლი 2020 წლის ზაფხულში გასდის. 2014 წლიდან დღემდე მისი თაოსნობით „იუვემ“ ხუჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი.