ეს ვიდეო ლივერპული – ბარსელონას თამაშის დროსაა გადაღებული. სად? ერთ-ერთ ბარში, რომლის ადგილმდებარეობის დასახელებასაც აზრი არ აქვს, რაკი ასეთი ზეიმი ათასობით ამის მსგავს ბარში მოეწყო. ამიტომ ეს მოკლე ვიდეო ბედნიერი ქომაგის განზოგადებულ სახედ ჩავთვალოთ. თუ გნებავთ, ცოტათი შეგვშურდეს კიდეც.