მადრიდში მიმდინარე მასტერსზე რაფაელ ნადალს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არის ქალთა ტურნირებზე საპრიზო ფონდი უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცთა შეჯიბრებებზე.

კითხვამ მსოფლიოს მეორე ჩოგნის გაღიზიანება გამოიწვია:

რაფა ერთის მხრივ მართალია. ქალთა ტურნირებზე, თუ ისინი დამოუკიდებლად ტარდება, საპრიზო ფონდი თითქმის ორჯერ მცირეა. სამაგიეროდ, იქ, სადაც ქალთა და ვაჟთა ტურნირი პარალელურად მიმდინარეობს, ქალთა საპრიზოები სწრაფად იზრდება.

მარტივად რომ ვთქვათ, WTA ( ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია) ATP-ის ხარჯზე იკეთებს საქმეს, რადგან ტელეუფლებები და რეკლამა ერთ პაკეტად იყიდება. გამონაკლისს შეადგენს დიდი სლემის ტურნირები, ინდიან უელსის, მაიამის და მადრიდის მასტერსები და პეკინის ტურნირი – აქ იმთავითვე დათქმულია, რომ საპრიზო ფონდი თანაბარი უნდა იყოს. არადა, დიდ სლემებზე ქალები სამ სეტიან მატჩებს ატარებენ, მამაკაცები – ხუთსეტიანს. სწორედ ეს თავისებურებები ჰქონდა მხედველობაში ნადალს და კიდევ ის, რომ მისი ფინალები ნოვაკთან ჯოკოვიჩთან ან როჯერ ფედერერთან გაცილებით მეტ აუდიტორიას იზიდავს, ვიდრე, ვთქვათ, ნაომი ოსაკას და სერენა უილიამსის დაპირისპირება.

არავითარი სექსიზმი. მხოლოდ ბიზნესი.