არაფერი ახალი: ტურინის „იუვენტუსი“ ისევ გახდა იტალიის ჩემპიონი და ისევ ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.
არადა, გასულ ზაფხულს ყოველთვის იტალიაზე ორიენტირებულმა და დეცენტრალიზებულმა კლუბმა ტრადიციას უღალატა და 115 მილიონ ევროდ სუპერფეხბურთელი შეიძინა.
ამით ანდრეა ანიელიმ საჩემპიონთალიგო ლაშქრობა დააანონსა. „იუვემ“ ცოტა ნაკლები გაიტანა, ცოტა მეტი გაუშვა და თითქმის იმდენივე ქულა დააგროვა.
არადა, კრიშტიანუ რონალდუმ იფრინა და ესპანური სტატისტიკაც კი გაიუმჯობესა.
მაშ რა მოხდა? როგორ აიყვანა ერთმა პორტუგალიელმა ტყვედ მთელი ტურინული კლუბი?
ორი სიტყვით ძნელად ითქმის და ვრცლად სამშაბათს იხილავთ…