„ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბს მოცდა მოუწევს რათა დადგინდეს მოჰამედ სალაჰის ტრავმის სირთულე. ეს ტრავმა სალაჰმა გუშინ, „ნიუკასლთან” დაპირისპირების ბოლოსკენ მიიღო. ეგვიპტელი მასპინძელთა მეკარე მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას უგონოდ დაეცა მოედანზე.

ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა განაცხადა: ,,ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ფაქტზე არის ის რომ, დუბრავკა მას თეძოთი დაეჯახა, გადაწვეტილება ექიმს უნდა მიეღო და მისი რჩევით მო შევცვალეთ. მოედნის დატოვების შემდეგ მან გასახდელში უყურა მატჩის დარჩენილ მონაკვეთს, ის კარგად გამოიყურებოდა თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ ადრეა მის მდგომარეობაზე საუბარი და ყველაფერი დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი”- აღნიშნა კლოპმა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კლოპმა ლივერპულელთათვის სავალალო ფაქტიც დაადასტურა — ოფიციალურად გაცხადდა რომ, რობერტო ფირმინო გამოტოვებს სამშაბათს გასამართ საჩემპიონთალიგო განმეორებით მატჩს ბარსელონას წინააღმდეგ.

„ის არ იქნება მზად სათამაშოდ, ბობი დაისვენებს, დანარჩენს კი ვნახავთ.”  — ასეთია კლოპის ვერდიქტი.