პიტერ კრაუჩი მატჩამდე კი ამბობდა, რაფა ბენიტესი ცივსისხლიანი და დაუნდობელიაო, მაგრამ თუ მისი უმოტივაციო „ნიუკასლი“ ასეთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავდა მისავე ყოფილ „ლივერპულს“, ნაკლებად სავარაუდო იყო.

„ლივერპული“ ჯერ ვან დეიკის, მერე კი სალაჰის გოლებით დაწინაურდა, მაგრამ „კაჭკაჭებმა“ ორივეჯერ გაუთანაბრეს. ფრე, ფაქტობრივად „სიტის“ გაჩემპიონებას ნიშნავდა, მაგრამ ლივერპულელებმა შეცვლაზე შესული ორიჯის გოლით მოიგეს.

საინტერესო დეტალები: პირველი ორი გოლისას ასისტენტობა ალექსანდერ-არნოლდმა გასწია. მას და რობერტსონს სეზონში 11-11 საგოლე პასი დაუგროვდათ, „ლივერპული“ კი პირველი გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში, ვისმა ერთბაშად ორმა მცველმაც 10 და მეტი საგოლე პასი მიითვალა.

„ლივერპული“ ასევე პირველია, ვისმა სათადარიგო ფეხბურთელებმაც სეზონში ამდენი გაიტანეს. შაკირის გოლი მე-12 იყო. „ლივერპული“ დიდი ალბათობით შეიქნება პირველი გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელიც სეზონში 97 ქულას დააგროვებს და მაინც მეორე ადგილზე დარჩება.

ვინ დათარსა იურგენ კლოპი?

წილი
წინა სტატიანიკოლაი
შემდეგი სტატიაწამსვლელ-დამრჩენები არსენალში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".