მოსკოვში გაიმართა ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის კენჭისყრა, რომელსაც ფიდეს ახალ პრეზიდენტ არკადი დვორკოვიჩთან ერთად უნგრელი იუდით პოლგარი უძღვებოდა. პრეტენდენტთა ტურნირს, რომელიც 29 მაისიდან 19 ივნისამდე გაიმართება, ყაზანი უმასპინძლებს. მონაწილეთა შორისაა ჩვენი ნანა ძაგნიძეც. კენჭისყრის თანახმად, პირველ ტურში მისი მეტოქე ჩინელი ტან ჩჟუნი იქნება.

ამ ორს გარდა ტურნირში ოთხი რუსი (ვალენტინა გუნინა, კატერინა ლანგო, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა) და ორიც უკრაინელი (მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი) დიდოსტატი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ორ წრედ გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა. ყაზანში გამარჯვებული დიდოსტატი მსოფლიო ჩემპიონ ცზიუი ვენცზიუნთან შეხვედრის უფლებას მიიღებს.

წილი
წინა სტატიაგვარდიოლა და სამი ლივერპულელი
შემდეგი სტატიაამ საქმის ვერ გავიგე
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".