ბედის ირონიაა, მაგრამ ბრენდან როჯერსს შანსი აქვს, სამუდამოდ შევიდეს „ლივერპულის“ ისტორიაში. მოგეხსენებათ, მისტერ როჯერსი ამჟამად „ლესტერს“ წვრთნის და ორშაბათს მისი გუნდი „სიტის“ ხვდება.

მისტერ როჯერსი 2012-2015 წლებში თავად თავკაცობდა „ლივერპულს“ და ოდნავ სამაგათოდ კი უნდა უძგერდეს გული. ჰოდა, თუ მან ორშაბათს „სიტის“ ქულები დააკარგინა, „ლივერპულმა“ კი არ წაიფორხილა… თუმცა, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, რადგან უკვე შაბათს იურგენ კლოპის გუნდს კიდევ ერთი ყოფილი დამრიგებელი გამოცდის. რაფა ბენიტესი 2004-2010 წლებში წვრთნიდა „ლივერპულს“, ახლა კი უმოტივაციო „ნიუკასლით“ უნდა დაუპირისპირდეს.

პარადოქსია: ინგლისის ჩემპიონის ვინაობა 99% ალბათობით იმ ორმა მატჩმა უნდა გადაწყვიტოს, რომელშიც ოთხიდან სამი „ლივერპულის“ მოქმედი ან ყოფილი მწვრთნელია.