ვალენტი და ჟოსეპ გვარდიოლები

თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრა (3:0)„ბლაუგრანას” ყოფილმა და მის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კამპ ნოუს” ტრიბუნიდან ნახა.

მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ გვარდიოლა „ბარსას” ყოფილი თავკაცია, დღეს ის „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და სწორედ „ლივერპულს” ებრძვის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის.

„მარკა” წერს, რომ პეპმა თამაში თავისი ჩვეული ადგილიდან, მამასთან, ვალენტი გვარდიოლასთან ერთად ნახა.

თამაშს აგრეთვე ესწრებოდნენ ტიერი ანრი, რონალდ კუმანი, კარლუშ კეირუში, ტიტე, პატრიკ კლუივერტი, იარი ლიტმანენი, ხავიერ სავიოლა, ედმილსონი და ალბერტ ფერერი.