აღდგომა უკვე გადავლილი იყო, მაგრამ ორშაბათს ბულგარეთის ჩემპიონატში არბიტრმა ივაილო სტოიანოვმა ფეხბურთელებს დღესასწაული ორიგინალურად მიულოცა.

შეხვედრის სტარტზე არბიტრს მონეტა არ აუგდია. ამის ნაცვლად კაპიტნებს სააღდგომო კვერცხები გადასცა: მასპინძელი პლოვდივის „ბოტევის“ კვერცხი საკლუბო ყვითელ ფერში იყო შეღებილი, სოფიის ცსკა-ს კი წითელში.

მეორე დარტყმით მეტოქის კვერცხი პლოვდიველთა კაპიტანმა გატეხა და შეხვედრაც მასპინძლებმა დაიწყეს. საფინალო ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იყო – 2:0.

წილი
წინა სტატიაშავი ბუგატი კრიშტიანუს უყიდია
შემდეგი სტატიაყველგან ისმის: მესი, მესი, მესი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".