ლეგენდარულ იკერ კასილიასს გულის შეტევა დაემართა. დილით, „პორტუს“ ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა.
ცხადია, ვარჯიში შეწყდა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად კასილიასი კარგადაა, თუმცა პრევენციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნა მაინც მოუწევს. „პორტუს“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საშიში აღარაფერია.
ბევრგან დაიწერა, კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კლუბი უარყოფს. კასილიასს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.
კასილიასის ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, იმაზე მეტ ადგილს დაიტევს, ვიდრე აქამდე ეს ტექსტი დავწერეთ. საკმარისია ვახსენოთ, რომ ესპანეთის ნაკრების ოქროს ხანაში (2008–2012) კაპიტანი გახლდათ და მის გარეშე „ფურია როხას“ დომინანტობა ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა…
კასილიასი 37 წლისაა. 20 მაისს 38–ის გახდება.