ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. „ბარსელონა” უკვე ჩემპიონია, „რეალი” კი მას 18 ქულით ჩამორჩება. თუ სეზონის დამთავრებამდე არაფერი შეიცვლება, მაშინ დადგება მადრიდელთ ისტორიაში უარესი შედეგი, ანტირეკორდი — ყველაზე დიდი ჩამორჩენა ჩემპიონთან.
„ლოს ბლანკოსს” სათამაშო აქვს „ვილიარეალთან”, „რეალ ბეტისთან” და „რეალ სოსიედადთან”. გუნდმა სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს და იმავდროულად იმედი იქონიოს, რომ „ბლაუგრანა” 9 ქულას ვერ მოაგროვებს.
„ბარსას” სათამაშო აქვს „სელტასთან”, „ხეტაფესთან” და „ეიბართან”.
აქამდე, ჩემპიონთან ყველაზე დიდი ჩამორჩენა მადრიდელებს 17 ქულა ჰქონიათ. ასეთი რამ სამჯერ მომხდარა, 1984/85, 1995/96 და 2017/18 წლების სეზონებში.
პირველად „რეალი” „ბარსელონას” ჩამორჩა (იმ სეზონში გუნდმა ყველა შეჯიბრებაში 19 შეხვედრა წააგო და ესეც დღემდე უცუდესი შედეგია), მეორედ — „ატლეტიკოს” და მესამედ ისევ „ბარსელონას”.
1995/96 წლების სეზონში, 33 ტურის შემდეგ, „რეალი” ლიდერს 33 ქულით ჩამორჩებოდა. ეს მადრიდელთა კიდევ ერთი ანტირეკორდი გახლავთ.