საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის 23-ე ტურში თავისი პირველი ლელო გაიტანა. მართალია, „მონპელიესა“ და ბორჯღალოსანთა მარჯვენა ბურჯმა სეზონში ორი ლელოთი თავი მანამდეც ისახელა – ჩემპიონთა თასზე „ტულონთან“ და ევროპის რაგბის ჩემპიონატში ესპანეთთან, მაგრამ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მან ეს პირველად გააკეთა.

ჩილაჩავას, მიქაუტაძის, ნარიაშვილისა და აფრასიძის „მონპელიემ“ გიგაშვილისა და ქუბრიაშვილის „გრენობლს“ უმასპინძლა. სხვა და სხვა მიზეზთა გამო ამ ბორჯღალოსანთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ჩილაჩავამ მიიღო და 48-ე წუთზე თავისი გუნდის ხანგრძლივი შტურმი რაქიდან მოწყვეტითა და ლელოში სამ გრენობლელთან ერთად შევარდნით დაასრულა. რეფერიმ ბურთის დამიწება დააფიქსირა, ხოლო საბოლოოდ „მონპელიემ“ 47:12 მოიგო და პლეი-ოფში მოსახვედრ რბოლაში დარჩა, ხოლო „გრენობლი“ გასავარდნ პლეი-ოფში მოხვერდის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა.

ცნობისთვის, ჩილაჩავამ ტოპ 14-ში მე-12 მატჩი ჩაატარა.

წილი
წინა სტატიაეს იყო ნული!
შემდეგი სტატიაბეილი გუნდს გამოეყო
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.