ზღაპარი ბათუმში

ბათუმში, ქართული რეალობისთვის უცნაური თამაში გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თუმცა, მე-18 წუთისთვის 0:2 აგებდა. ნაღდი თრილერი გამოვიდა. და ტრიბუნებზეც ისეთი ამბავი იყო, კაცს თავი ზღაპარში გეგონებოდა. უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ახალი, ლამაზი სტადიონიც ალალი იქნება მათზე.

ნიკა საბანაძემ (შუაში) საბურთალოს ბევრი თავსატეხი გაუჩინა

მაშ ასე, მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ლიდერი შეიცვალა – პირველ ადგილზე „ბათუმია“. ეს აჭარელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ.  ჯამში კი ზღვისპირელთათვის მერვე წაუგებელი მატჩი გამოდგა ჩემპიონატში. „საბურთალო“ ბოლო სამ შეხვედრაში მეორედ დამარცდა.

საინტერესოა, რომ „ბათუმი“ მეოთხე გუნდია მიმდინარე სეზონში, ვინც ცხრილის სათავეში ყოფილა. პირველ ტურში ეს „ლოკომოტივი“ იყო, მეორეში – „ტორპედო,“ მესამედან კი პირველი წრის ბოლომდე „საბურთალოს“ პირველობა არავისთვის დაუთმია.

დინამო ისევ კარგავს 

კიდევ ერთი თრილერი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. ნომინალური მასპინძელი „ჩიხურა“ ირაკლი კამლაძის გოლით კარგა ხანს უგებდა „დინამოს,“ თუმცა ჯერ ლევან კუტალიამ, შემდეგ კი, 92-ე წუთზე, გუჯა რუხაიამ სტუმრები წინ გაიყვანეს. წესით, თბილისელებს სამი ქულა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ 96-ე წუთზე (!) არბიტრმა კიკაჩეიშვილმა დინამოელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა გიორგი კორიფაძემ. საბოლოოდ – 2:2. დინამოელები უკვე მეორე ტურია ქულებს კარგავენ.

ჩიხურა – დინამო ასეთი ეპიზოდებით გამოირჩეოდა      ბადრი კეთილაძის ფოტო

კილასონიას უიღბლო დებიუტი

„რუსთავს“ ძალიან უჭირს. ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში ვისაც გამარჯვების სიხარული არ განუცდია. მწვრთნელის ცვლილებაც ბუნებრივად მომწიფდა. ქვემოქართლური კლუბი ისევ ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა. ძნელი სათქმელია, ვარლამის რიგით მერამდენე დებიუტი იყო მშობლიურ გუნდში, მაგრამ წარმატებული რომ ვერ გამოდგა (0:2), ფაქტია. „ლოკომოტივმა“ კი ექვსმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. ეს პირველ გამარჯვება გახლდათ რკინიგზელთა ახალი დამრიგებლისთვის, ლევან კორღალიძისთვის.

ყოჩაღი „სიონი“

ბოლნისელები შინ მრისხანე მასპინძლად ყალიბდებიან. „დინამოსთან“ მოგებული მატჩიც გვახსოვს „თამაზ სტეფანიაზე“ (2:1). ამჯერად კი ბოლნისელთა მსხვერპლი მედლების კიდევ ერთი მაძიებელი, „ტორპედო“ შეიქნა (2:1). მასპინძელთაგან ორივე ბურთი ჯაბა უგულავამ გაიტანა და 8 გოლით ბომბარდირთა დავას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

ახლა ეროვნულ ლიგაში, 4 მაისამდე სააღდგომო პაუზა გამოცხადდა.

რუსთავი 0:2 ლოკომოტივი, ბათუმი 4:2 საბურთალო, სიონი 2:1 ტორპედო, ჩიხურა 2:2 დინამო, ვიტ ჯორჯია 0:1 დილა

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი30195651:2562
დინამო30195662:2862
საბურთალო30176754:3157
ლოკომოტივი301241436:4240
ტორპედო301171248:4540
დილა301071334:3837
ჩიხურა308111137:3635
რუსთავი308101232:4534
სიონი30871532:6931
ვიტ-ჯორჯია30462013:4018

4 მაისი: ტორპედო – ბათუმი, დინამო – სიონი, ვიტ ჯორჯია – რუსთავი

5 მაისი: დილა – ჩიხურა, საბურთალო – ლოკომოტივი

მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო) – 7, გიორგი დიასამიძე (საბურთალო) – 6

ასე ქომაგობენ ბათუმში