
არა, ფეხბურთის ასოციაცია ამბობს, შამპანურს ისევ მოგართმევთ, მაგრამ უალკოჰოლო იქნებაო. ბუნებრივია, განცხადებაში მიზეზებიც არის ახსნილი: ზოგიერთებს, მაგალითად მუსულმანებს, ალკოჰოლური სასმელის მიღებას რელიგია უკრძალავს. ზოგი შეგნებული არამსმელია. არიან 18 წელს მიუღწეველი ბავშვებიც და ამათ ხომ მთლად კანონის დონეზე ეკრძალებათ დალევაო…
საქმე იმაში როდია, როდია, რომ გადაწყვეტილების ერთი მიზეზი სხვა კიდევ რამდენიმეთია უხარისხოდ შეფუთული. ტრადიციების სათუთად მოფრთხილებით განთქმული ინგლისი ერთ ტრადიციათაგანზე საკუთარი ნებით ამბობს უარს.
ჯერი ბუნდესლიგაზეა: ველოდებით განცხადებას საჩემპიონო ზეიმზე მხოლოდ უალკოჰოლო ლუდით წუწაობის შესახებ.