ერთი შეხედვით არაფრის მომცემი შეხვედრა „უოტფორდსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის, პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა.
მოედნის ცენტრიდან ბურთი მასპინძლებმა გაითამაშეს და უკვე მეორე შეხებით მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ, როცა მეტოქის შემტევ შეინ ლონგს მოხვდა და…
რიკოშეტით ასხლეტილ ბურთს ლონგი დაედევნა, მეკარე ბენ ფოსტერთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაიტანა. შეხვედრა სულ 7.6 წამის დაწყებული იყო.
შეინ ლონგის გოლი უსწრაფესია პრემიერლიგის ისტორიაში. აქამდელი რეკორდი 2000 წელს დამყარდა, როცა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ლედლი კინგმა „ბრედფორდს“ მე-10 წამზე გაუტანა.
სამეულშია ლეგენდარული ნიუკასლელი ალან შირერიც, მას კარიერაში უსწრაფესი გოლის გასატანად ლედლი კინგზე ერთი წამით მეტი დასჭირდა.