გენდერული თანასწორობა არ არის ცუდი ამბავი, მაგრამ არის სფეროები, ჩვენს შემთხვევაში კი სპორტის სახეობები, სადაც ჯერჯერობით ძნელია შეგუება სრულ თანასწორობასთან.
არადა, რას ერჩი – ყველაფერი მისხალ-მისხალ იზომება და მოთხოვნილება განსაზღვრავს მიწოდებას.
ივნისში, ეკატერინბურგი დიდ საკრივო ფორუმს უმასპინძლებს. განსახილველ საკითხთა შორის იქნება კონტინენტური ასოციაციების განახლების, მოყვარულთა და პროფესიონალთა შორის გარდამავალი ბრძოლების და რაც მთავარია, გენდერული საკითხი…
როგორც ცნობილია, კრივის საერთაშორისო ასოციაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა საკრივო ტურნირზე წონითი კატეგორიების რაოდენობა 10-დან 8-მდე შემცირდება, ქალთა შორის კი პირიქით – 3-დან 5-მდე გაიზრდება.
კაცია და გუნებაო…