ნამდვილად იმატა რასიზმის გამოვლინებებმა საფეხბურთო სტადიონებზე. არც საშველი ჩანს. პრობლემის გადაჭრის საკუთარი ვარიანტი The Times-ს „სიტის“ და ინგლისის ნაკრების წევრმა რაჰიმ სტერლინგმა გაუზიარა:
„მოედნის დატოვება საქმეს არ შველის. ფინანსური სანქციებით ვერც მდიდარ საფეხბურთო კლუბებს ან საფეხბურთო ასოციაციებს დააკლებ რამეს. ჩემი აზრით, კლუბი, რომლის ფანებიც რასისტულ გამონათქვამებს იყენებენ, 9-ქულიანი ჯარიმით უნდა დაისაჯონ. ამას გარდა, დამრღვევმა კლუბმა სამი მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა გამართოს. როგორ ფიქრობთ, დაიწყებს ფეხბურთელების გინებას ქომაგი, თუკი ეცოდინება, რომ მის გამო საყვარელი გუნდი ჩემპიონობის შანსს დაკარგავს ან პრემიერლიგიდან გავარდება?!“
რა თქმა უნდა, სტერლინგის მიერ შეთავაზებული მეთოდები რადიკალურია, მაგრამ გამოსავალი ნამდვილად მოსაძებნია.
მეორეცაა: ეგებ გუნდის ფანმა მეტოქის დასაძირად საკუთარ ჯილებს აგინოს? პრობლემა სახეზეა. გამოსავალი ჯერ არ ჩანს.