როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, „სიტი“ პირველ რიგში მადრიდის „ატლეტიკოს“ 22 წლის ნახევარმცველ როდრის გადაბირებას ეცდება. ჩანაფიქრის მიხედვით, მან 34 წლის ფერნანდინიო უნდა ჩაანაცვლოს.
The Telegraph-ის ცნობით, ინგლისელთა სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე დაესწრო მადრიდელთა შეხვედრებს. გვარდიოლას სურს, მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყებისთანავე როდრი მის განკარგულებაში იყოს.
ტრანსფერის თანხა 61 მილიონი გირვანქა იქნება – სწორედ ეს გამოსასყიდია მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში. თუ ასე მოხდა, როდრი „სიტის“ სარეკორდო შენაძენი იქნება. აქამდე ყველაზე მეტი ქალაქელებს „ლესტერიდან“ წამოყვანილ რიად მაჰრეზში ჰქონდათ გადახდილი – 60 მილიონი გირვანქა.