რუსთავს ახალი მწვრთნელი ჰყავს, უფრო სწორად ძველ-ახალი:ვარლამ კილასონია მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა. მართალია, ქვემოქართლელები ამ სეზონში ძალზედ არადამაჯერებლად ასპარეზობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლoდ ეს არ არის სამწვრთნელო ცვლილების მიზეზი – ბადრი კვარაცხელია ჯანმრთელობის გაუარესების გამოც ტოვებს გუნდს და რა გასაკვირია, რომ გაჭირვებულ სიტუაციაში მყოფმა რუსთაველებმა ასეთი ვითარების მარადიულ ტალ-კვესს – ვარლამ კილასონიას მიმართეს…
– შემოთავაზება ოთხი დღის წინ მივიღე და მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე, ორიოდე საათის წინ გადავწყვიტე – ეს ჩემი ქალაქი და ჩემი გუნდია, გვითხრა კილასონიამ.
ვარლამის გუნდს ლიგა ერთში დასარჩენად დიდი ძალისხმევა და რთული გზის გავლა მოუწევს. ამ გზაზე პირველი მეტოქე კი ლოკომოტივია – რკინიგზელებს რუსთაველები ზეგ უმასპინძლებენ.
წილი
წინა სტატიატოჩინოშინი და ტრამპი
შემდეგი სტატიასარი და შარი
პაატა კვანტალიანი
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!