საკალათბურთო ევროლიგაში მოსკოვის ცსკა მუდმივი ფავორიტი და მასთან გადაყრა გათამაშების ნებისმიერ ეტაპზე თითქმის გარანტირებულ მარცხს ნიშნავს.

ექსპერტები ევროლიგის მეოთხედფინალში „ბასკონიას“ შანსებსაც მოკრძალებულად აფასებდნენ, მაგრამ მხოლოდ გუშინდლამდე. თორნიკე შენგელიამ და მისმა გუნდმა რუსი არმიელები მათსავე მოედანზე დაამარცხეს. თანაც ისე, რომ ანგარიშში დაწინაურების შანსი ერთხელაც არ მისცეს – 78:68.

სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და ახლა გუნდები ეაპანეთში გადაინაცვლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცსკა-მ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა. მეოთხედფინალური სერია სამ გამარჯვებამდეა. შენგელიამ გუნდას შვიდი ქულა შესძინა. ამ მხრივ მისი თანაგუნდელი პუარიე 14 ქულით და 15 მოხსნით გამოირჩა. ამის მიუხედავად, რუსმა ჟურნალისტებმა აქცენტი მაინც ჩვენებურზე გააკეთეს:

„ნახეთ მატჩამდე შენგელიას თვალები? აშკარა იყო, რომ პირველ შეხვედრაში წაგებამ „ქართულ ტანკს“ და მის თანაგუნდელებს მოტივაცია უფრო შემატა. შენგელია ფიზიკური სიმძლავრის ხარჯზე ახერხებდა ცსკა-ს დაცვის გადათელვას. მან და პუარიემ მთელ „ბასკონიას“ მოუთავისუფლეს ფარქვეშა სივრცე და ჩვენმა გუნდმა ამას ვერაფერი დაუპირისპირა”.

წილი
წინა სტატიაზოგი აღარც კი ინდომებს
შემდეგი სტატიარა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".