აკი, ფეხბურთი დიდი ბიზნესიაო და, რადგან ეგრეა, ნებისმიერი მარკეტინგული მიგნება მილიონებად ფასობს.
რუსეთში ეშხიანი გოგონების დეფიციტი ისედაც არ იგრძნობოდა და პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ახალი ტიტული შემოიღო – „ტურის ყველაზე ლამაზი ქომაგი გოგონა“.
თავად გოგონების აზარტი გასაგებია და ფოტოგრაფებსაც დამატებითი სტიმული გაუჩნდათ – ტრიბუნაზე პირველობიდან მოდური ჟურნალის გარეკანამდე ერთი ნაბიჯია.
ჰოდა, მიმდინარე სეზონში რუსული პრემიერლიგის მატჩებზე ლამაზმანების ოდენობამ მკვეთრად იმატა.