აშშ და კუბა — ეს ორი ქვეყანა დაემატება 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში, კაც ხელბურთელთა IHF-ს ერთა ჩემპიონატის მონაწლე აქამდე ცნობილ ათ გუნდს. ამრიგად, ეროვნული ნაკრებების ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ:

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, მალტა, აზებაიჯანი, კუბა და საქართველო.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ევროპული გუნდისთვის „ერთა ჩემპიონატი” ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების ეტაპიცაა.

თორმეტი მონაწილე ორ ექვსგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. გაიმართება სტანდარტული, ერთწრიანი ჯგუფური შეჯიბრება რის შემდეგაც ჩემპიონატი გაგრძელდება ეგრეთწოდებული ფლეი-ოფის და ფლეი-აუთის ფორმატით, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ განაწილდება 1-დან 12-მდე ყველა ადგილი.