ხანმოკლე აღმოჩნდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სტუმრობა მონტე-კარლოში…
თუ მხოლოდ რეიტინგით და მშრალი ციფრებით ვიხელმძღვანელებთ, ნიკა 1/32-ფინალური შეხვედრის ფავორიტი იყო, მაგრამ შემდეგ წრეში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი გავიდა.
ბურთი არამხოლოდ ფეხბურთშია მრგვალი და განსაკუთრებით მაშინ, თუ შენთვის არცთუ საყვარელ საფარზე თამაშობ. ნიკას დარტყმების სიძლიერეს თიხის საფარი ანეიტრალებს და თითოეული გათამაშების მოსაგებად დიდი ბრძოლა სჭირდება.
პირველ სეტში 5:5-მდე თანაბარი იყო, სანამ ჩვენებური საკუთარ მოწოდებას, შემდეგ კი სეტსაც არ დათმობდა – 5:7.
მეორე სეტში ნიკამ პირველივე მოწოდება აართვა უნგრელს, საკუთარი ერთხელაც არ დაანება და 6:3 სეტებში ანგარიში გაათანაბრა. აი მერე კი…
მერე კორტზე მხოლოდ მარტონ ფუჩოვიჩი იყო. მსოფლიოს 37-ე ჩოგანმა 7:5, 3:6, 6:1 გაიმარჯვა.