შანხაის დიდი პრიზი ფორმულა 1-ს ისტორიაში საიუბილეო მე-1000 გახლდათ და ამდენად, მასში გამარჯვებული ავტომატურად იბევებდა ადგილს ფორმულას ისტორიაში.
სეზონის მესამე რბოლაში მესამე დუბლი მიითვალა „მერსედესის“ საჯინიბომ. გამარჯვებულმა ლუის ჰემილტონმა 6 წამზე მეტით მოიტოვა უკან ვალტერი ბოტასი. პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი.
სეზონის წინ ფორმულაში ახალი შეზღუდვები შემოიღეს, რასაც ბოლიდების ძრავთა სიმძლავრე უნდა დაებალანსებინა და კონკურენცია გაეზარდა. კონკურენცია არ შედგა. „მერსედესი“ დომინირებს.
ექსპერტების თქმით, გერმანელთა ძრავებს 40-50 ცხენისძალიანი ფორა აქვთ. ავი ენები კი ამბობენ, საქმე საიდუმლო საწვავშიაო – „მერსედესი“ ბენზინში სპეციალურ დანამატს ურევს, რაც წვის ხარისხს მკვეთრად ზრდის. აკი, პიტ-სტოპების ზონაში მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე რაღაც უცნაური სუნი ტრიალებს.
წილი
წინა სტატიაშარშანდელივით კონტური…
შემდეგი სტატიაქართული ტრიუმფი ევროპის თვალწინ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".