მონტე-კარლოს მასტერსი პირველი დიდი ტურნირი იმათ შორის, თიხნარზე რომ იმართება და წერტილი „როლან გაროსით“ რომ დაესმევა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად განთესილთა შორის არ არის, რადგან ტურნირში სულ 56 მეჩოგნე მონაწილეობს და განთესვაც მხოლოდ რვა საუკეთესოს ერგო.

ისინი პირველი წრიდან თავისუფალნი არიან, ნიკა კი სხვებთან ერთად 1/32-ფინალიდან იწყებს. ქართველის პირველი მეტოქე მარტონ ფუჩოვიჩია – მისივე კბილა მსოფლიოს 37-ე ჩოგანი. ამათ შორის გამარჯვებული მეორე წრეში ადრიან მანარინოსა (N57) და კამერონ ნორეს (N55) შორის უმჯობესს შეხვდება.

წლეულს ტურნირის საპრიზო ფონდი ერთი მილიონით გაიზარდა და 5,25 მილიონ დოლარს შეადგენს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ბოლო 14 გათამაშებიდან მონტე-კარლოში რაფაელ ნადალმა 11-ჯერ იმარჯვა. მათ შორის ბოლო სამი წლის მანძილზე ზედიზედ.

წილი
წინა სტატიაკაფუ — საუკეთესო მარჯვენათა შორის!
შემდეგი სტატიატალახაძემ მსოფლიო აიტაცა!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".