მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო.

თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს.

ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და თუ პირდაპირ ტრანსფერი არ მოხერხდა, მზად არიან მათთვის სასურველ ფეხბურთელში გაცვალონ. ჯერჯერობით ასეთი ვარიანტი სულ ორია – პოლ პოგბა „მანჩესტერიდან“ და კრისტიან ერიკსენი „ტოტენჰემიდან“.

გასაგებია, რომ პირველ შემთხვევაში „რეალს“ თანხის დამატება მოუწევს, მეორე ვარიანტში კი არც არაფერი მოსთხოვოს „ტოტენჰემს“.

AS ვარაუდობს, რომ კარიერის გაგრძელება ბეილს სწორედ ინგლისურ პრემიერლიგაში მოუწევს.