მაიამის პოლიციამ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელზეც სწორედ ის ეპიზოდია აღბეჭდილი, რის გამოც ირლანდიელი მოჩხუბარი კონორ მაკგრეგორი დააკავეს.
მარტში მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს წინ კონორმა გულშემატკივარს მობილური დაუმტვრია, რომელიც მასთან სურათის გადაღებას ცდილობდა. შემდეგ კი ტელეფონის ნამსხვრევები თან წაიღო.