„მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის 30-ე წუთზე ინგლისელ კრის სმოლინგთან შეჯახებისას ლეო მესის სახეში მეტოქის ხელი მოხვდა და ტრავმა მიიღო.
მცირე სამედიცინო დახმარების შემდეგ კატალონიელთა ლიდერი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა აშკარა იყო, რომ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მატჩის შემდგომი გამოკვლევებისას მოტეხილობა გამოირიცხა.
დიდი ალბათობით, ლეოს ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული. ექიმები პირობას დებენ, რომ „მანჩესტერთან“ 16 აპრილს გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის არგენტინელი მომჯობინდება, თუმცა უქმეებზე პრიმერაში „უესკასთან“ ვერ ითამაშებს.