კალათბურთის ერთ-ერთმა სწორუპოვარმა ლეგენდამ, მეჯიქ ჯონსონმა პრესკონფერენცია მოიწვია და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

59 წლის ჯონსონი ცრემლებს ვერ იკავებდა, თუმცა ისიც თქვა, ჩემთვისაც და კლუბისთვისაც ეს გადაწყვეტილება ოპტიმალურიაო. მეჯიქი ყველა დროის ერთერთ ინტელექტუალურ კალათბურთელად ითვლება და ძნელად წარმოსადგენია, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურად მიეღო.

ფაქტი ისაა, რომ ჯონსონს წასვლის შესახებ პრესკონფერენციამდე არც კლუბის დირექტორატის წევრებთან და არც მესაკუთრესთან დაუძრავს აიტყვა.

მეჯიქ ჯონსონი „ლეიკერსში“ 2017 წლის ზამთარში გაპრეზიდენტდა და სამი ცდიდან ერთხელაც ვერ გაიყვანა ფლეი-ოფში.

წილი
წინა სტატიაკეინი თავისი კოჭის მტერი
შემდეგი სტატიამონტელა სახლში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".