ნავალოვსკის პირველი ბათუმური
ელიტაში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა საწყისი ორი მარცხის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს. ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ მოიგეს და ახლა თბილისელ თანაკლუბელებთან და „ტორპედოსთან“ ერთად, 2-5 ადგილებს იყოფენ.
ბათუმელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ითამაშა საქართველოს ნაკრების 32 წლის ტრავმამოშუშებულმა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელსაც ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატში 2015 წლის 7 დეკემბერს ეთამაშა გორის „დილას“ შემადგენლობაში.
შენგელიას მეორე დუბლი
„დინამომ“ „რუსთავი“ 3:1 დაამარცხა და სასტარტო გაუგებრობის შემდეგ (ორი მარცხი), თითქოს საკუთარ თავს ემსგავსება. დინამოელთაგან ისევ ორი ბურთი გაიტანა ლევან შენგელიამ. ეს, 23 წლის შუახაზელის მეორე დუბლი გახლდათ წლევანდელ სეზონში. ჯამში კი მას 5 გოლი მოუგროვდა და საბურთალოელ ლაშა შინდაგორიძესთან ერთად, ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.
ამ ტურში, დუბლით „ტორპედოს“ ქონდრისკაცი, ჭაბუკი ბრაზილიელი (სიმაღლე 160 სმ), რიჩარდ ლუკაც გამოირჩა. ეს ლეგიონერის პირველი „ორგოლა“ გახლდათ სეზონში.
საინტერესოა, რომ რუსთაველები ამ შეხვედრაში, ბადრი კვარაცხელიას ნაცვლად არმაზ ჯელაძემ დამოძღვრა. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო ამ ცვლილების მიზეზი. რუსთავულ კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
დასჯილი კაბოვერდელი
„ტორპედოსთან“ მატჩში, „გორელი“ კაბოვერდელი ალვინ ფორტესი გააძევეს ორი ყვითლის კვალად. ალვინი მეორე სეზონს ატარებს შიდაქართლურ კლუბში. ახალდაწყებულ ჩემპიონატში კი ეს ლეგიონერის პირველი გაძევება გახლდათ.
მე-7 ტური. 6-8 აპრილი
ჩიხურა 1:0 ლოკომოტივი, სიონი 2:4 ბათუმი, დინამო 3:1 რუსთავი, დილა 0:2 ტორპედო, ვიტ
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
12 აპრილი: დინამო – დილა, ლოკომოტივი – სიონი
13 აპრილი: ტორპედო – ვიტ ჯორჯია, რუსთავი – ბათუმი, საბურთალო – ჩიხურა
მეგოლეები: ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო), ლევან შენგელია (დინამო) – 5, ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ლევან კუტალია (დინამო), ჯაბა უგულავა (სიონი) – 4