მალიკა დიონგე სენეგალელი ბიჭია. სულ პატარა ასაკიდან ფეხბურთს თამაშობს და ქვეყნის იუნიორთა ნაკრებშიც კი უბურთავია. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ სენეგალურ გაზეთში რუსი „აგენტების“ განცხადებას გადააწყდა: „დაგეხმარებით გერმანულ კლუბებში მოწყობაში“.
განცხადება რუსი თაღლითების აღმოჩნდა. მათ 30-ზე მეტი მსხვერპლი იპოვეს, რუსეთამდე ჩაიყვანეს და… გაქრნენ.
მალიკა დიონგე: „3000 დოლარი გადავუხადე და ახლა გერმანიას ვინ ჩივის, რუსეთის ვიზაც კი მიმთავრდება. არადა, ის ფული ჩემი ოჯახის მთელი დანაზოგი იყო და ნათესავებისგანაც ვისესხე. ახლა სამშობლოში უფულოდ დაბრუნება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. სხვა ბიჭებს უფრო მეტიც გამოართვეს – ზოგს ხუთი, ზოგსაც ათი ათასი დოლარი”.
სენეგალელის განცხადების საფუძველზე აღიძრა საქმე „საფეხბურთო კლუბი პეტერსროდა“-ს წინააღმდეგ, რომელსაც უცხოელების გაცურების დიდი სტაჟი აღმიაჩნდა.