აი, რატომ ნადირობს ედენ აზარზე „რეალი” — ორშაბათს, „ვესტ ჰემთან” შეხვედრაში, ბელგიელმა დიდებული ინდივიდუალური გოლი შეაგდო. უფრო სწორედ, აზარმა ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა — „ჩელსიმ” 2:0 მოიგო, მაგრამ ამჯერად პირველ გოლზე მოგახსენებთ.

აზარმა ბურთი მოედნის სიღრმეში რუბენ ლოფტუს-ჩიკისგან მიიღო, შემოტრიალდა და „ჩაქუჩების” კარისკენ დაიძრა. რა მოხდა შემდეგ, ვიდეოზე ნახავთ. ჩვენ მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ აზარისთვის ეს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გატანილი მე-15 გოლი იყო.

33 თამაშის შემდეგ „ჩელსის” 66 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, თუმცა მის მდევართ, „ტოტენჰემსა” და „არსენალს” 64 და 63 ქულა და თამაშით ნაკლები აქვთ.