ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც „ბაიერნის“ დირექტორატის თავმჯდომარეა, 2021 წელს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება გაამჟღავნა.
„ორი წლის შემდეგ კონტრაქტი დამიმთავრდება და აღარ გვაგრძელებ. კლუბის ხელმძღვანელობაში 20-წლიანი საქმიანობა ალბათ საკმარისია, რომ თავს დასვენების უფლება მივცე. ჩემს ადგილს დიდი ალბათობით ოლივერ კანი დაიკავებს. ოლი ის კანდიდატურაა, რომელიც თავს გაართმევს ამ ვალდებულებებს,” – განაცხადა რუმენიგემ.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კანი კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესს შეცვლიდა, მაგრამ გეგმები რუმენიგეს გადაწყვეტილებამ არია. შეგახსენებთ, რომ ოლივერ კანს „ბაიერნში“ გატარებული 15 წლის განმავლობაში 22 ტიტული აქვს მოგებული.