2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობა 2019 წლის ივნისში გაირკვევა. ორი ვარიანტია: იტალია ან შვედეთი.

იტალიის მხრიდან ერთობლივი განაცხადი მილანმა და კორტინა დ’ამპეცომ შეიტანეს, შვედურმა სტოკჰოლმმა კი განაცხადში პატარა ქალაქი ორე შეიამხანაგა.

გადაწყვეტილების მიღებისას იმასაც მიექცევა ყურადღება, რომელი ქვეყნის მოსახლეობას მეტად სურს ოლიმპიადის მასპინძლობა.

ამ მხრივ უდავო უპირატესობა იტალიელებს აქვთ – მათ 87 % -ს სურს სპორტის ზეიმს უმასპინძლოს, როცა შვედეთში ასეთ სურვილს მხოლოდ 55 % პროცენტი გამოთქვამს.