„პარი სენ ჟერმენისა” და კამერუნის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგმა „სტრასბურგთან” შეხვედრაში ისეთი მომენტი გააფუჭა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. „პარკ დე პრენსზე” გაცუდებულ მომენტზე ბევრგან დაწერეს მსოფლიოს ყველა დროის უარეს აცილებათა სიაში პირველ ადგილზე ადგილი მყარად დაიკავაო. შუპო-მოტინგის მომენტზე უფრო კურიოზულის „შექმნა” ფეხბურთელთა მომავალ თაობებს წესით ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

საინტერესოა, რომ მე-13 წუთზე კამერუნელმა ანგარიში გახსნა. ანუ, „სტრასბურგთან” შეხვედრა მისთვის თითქოს უიღბლოდ არ დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისეთი რამ გააკეთა…

მერე „სტრასბურგმა” ორი გოლი შეაგდო, მაგრამ პარიზელებმა ერთითაც უპასუხეს და საბოლოოდ თამაში 2:2 დასრულდა.

წილი
წინა სტატიაქართულ მაქსიმალიზმს რა ვუთხრათ?!
შემდეგი სტატიააზარის ბაზარი დასრულდა. რიგში პოგბაა!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...