აქ, ბევრი ლაპარაკი ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ, უნდა ნახოთ, რა გოლი გაიტანა „რენის” 32 წლის მოთამაშემ ჰატემ ბენ არფამ „ლიგა 1″-ის 31-ე ტურის შეხვედრაში „ანჟეს” კარში. ეს გახლდათ მატჩის პირველი გოლი. თამაში 3:3 დამთავრდა.
ჰატემ ბენ არფას კარიერაში უთამაშია „ლიონში”, „მარსელში”, „ნიუკასლ იუნაიტედში”, „ჰალ სიტიში”, „ნიცასა” და „პარი სენ ჟერმენში”. ახლა ის „რენის” ფეხბურთელია.
ბენ არფას საფრანგეთის ნაკრებში 15 შეხვედრა აქვს ნათამაშები და 2 გოლი გატანილი.