გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) ანტალიის გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90კგ) ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართულ მაქსიმალიზმს რა ვუთხრათ, თორემ ძიუდოს “გრან პრის” რანგის ტურნირზე ერთ დღეში სამი მედალი ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებისთვის ჩინებული შედეგია. არადა, დილიდან რომ დაერივნენ ჩვენი ბიჭები მეტოქეებს, სულ ტატამთან ახსნევინეს სიყვარული. მერე კი გადამწყვეტი შეხვედრების და ჩვენი გულისწყვეტის დრო დადგა. 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ნახევარფინალისტი გვყავდა – გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. ორივე თურქმა დაგვიმარცხა. ოერლერმა ჯერ ნახევარფინალი მოუგო ჭრიკიშვილს, მერე კი პაპუნაშვილს ოქრო არ დაანება. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჭრიკიშვილმა სერბი კუკოლი გააკრა ტატამს. ვერცხლი მოიპოვა (უფრო სწორედ – ოქრო წააგო) ლევან მატიაშვილმა. ფინალამდე ოთხი იპონით მისულმა ჩვენმა ფალავანმა ჰოლანდიელ მეიერთან ვაზარი დათმო.

წილი
წინა სტატიავინ წამომყვება მწვერვალზე?
შემდეგი სტატიააცილებაც ამას ჰქვია!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".