ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა. უკვე საფლეიოფი გათვლები დაიწყო, ლებრონ ჯეიმსს კი პირველად 15 წლის განმავლობაში ხანგრძლივი შვებულება ერგო. ამ ამბავთან დაკავშირებით ყველაზე ზუსტი კომენტარი „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ გააკეთა:
“ზედიზედ რვა ფინალის და სამი ჩემპიონობის შემდეგ ფლეი-ოფს მიღმა დარჩენა სრულებით ახლებური განცდაა. კალათბურთი წინ მიდის და ახალი ვარსკვლავები იბადებიან, მაგრამ ლებრონს ფანტასტიური კარიერა ჰქონდა. მომავალ წელს ის ისევ ფინალისთვის იომებს, წელს კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემპიონის ვინაობას უმისოდ გავარკვევთ”.
თავად ლებრონი მოუთმენლად ელის ზაფხულს. უკვე ცნობილია, რომ „ლეიკერსი“ სახელფასო ფონდის დიდ ნაწილს გამოათავისუფლებს და ლებრონს კონტრაქტს გაუახლებს. მეორე კი მისთვის მიცემული პირობაა, რომ გუნდი ვარაკვლავებს დაიმატებს:
„მე ყოველთვის კალათბურთის ერთგული ვიყავი და კარიერის დასრულებამდე მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. მაინტერესებს, ვინ დაგვემატება ზაფხულში და ვინ გადაწყვეტს მწვერვალის ჩემთან ერთად დაპყრობას”.