ანტალიის გრან პრიზე ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს.
მან ერთი ამოსუნთქვით გაიარა სატურნირო ბადე და მაყურებლების ოვაციის ფონზე ავიდა კვარცხლბეკზე. ბუნებრივია, ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალია, რომელშიც ლუკამ იტალიელი კრისტიან პირლეტი დააიპონა.
თუმცა, ტურნირის და შესაძლოა, კარიერის ჯარჯერობით უმთავრესი იპონი ლუკამ ნახევარფინალში მიითვალა: რუსი ჰასან ხალმურზაევსმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და მისი აბუჩად აგდება და ვადამდე სუფთად გამარჯვება ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის…
ფინალი და ნახევარფინალი მოგახსენეთ და უფრო ადრეულ ეტაპებზე მაისურაძემ ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანი, მელგიელი მატიას კასე, უკრაინელი ბოგდან ზუშკო და კანადელი ვალდის ფორტიერიც დაამარცხა.