კლაუდია ვილაფანე და ჯანინა

დიეგო მარადონა ამბობს ხუთი შვილის მამა ვარო… ორი რომ ჰყავს დანამდვილებით ვიცით — პირველ, „ნაღდ” ცოლთან შეძენილი ქალიშვილები, ჯანინა და დალმა, რომელთაგან ჯანინა არგენტინელი თავდამსხმელის კუნ აგუეროს მეუღლე იყო.

ჰოდა, სწორედ ჯანინამ აუგორა ლეგენდარულ, გიჟმაჟ მამას მორიგი სკანდალი. ყოფილმა სინიორა აგუერომ თქვა, შვილებმა დიეგოს სააბაზანოში ნარკოტიკის მოხმარებაზე შევუსწარითო. ჯანინა და დედამისი, ზემოხსენებული „ნაღდი” ცოლი კლაუდია ვილაფანე არგენტინის ერთ-ერთი ტელევიზიით გამოდიოდნენ.

„ერთხელ ჩემი და დალმა სააბაზანოში შევიდა და მამას ნარკოტიკის მოხმარებაზე წაადგა თავს, — თქვა ჯანინამ, — ამას ვერასდროს დავივიწყებ, მაგრამ ბევრ ლაპარაკსაც არ ვაპირებ, რადგან შვილი ბენხამინი და დისშვილი მეზრდება, რომელთაც დაცვა სჭირდება”.

ჯანინას მწარედ ახსოვს თავისი მეთხუთმეტე დაბადების დღეც, რომელიც საავადმყოფოში, მამაზე ნერვიულობაში გაატარა — დიეგო ექიმებს იმ ქვეყნიდან ჰყავდათ მოსაბრუნებელი.

ლეგენდის 29 წლის ქალიშვილმა გაიხსენა: „ექიმებმა მამასთან შესვლის ნება არ დამრთეს. ვინაიდან მისი დატოვება არ მინდოდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. იმ საღამოს ჩვენ საავადმყოფოდან განადგურებულები წამოვედით”.

ჯანინას კოშმარულ მოგონებებს შორისაა ისიც, როგორ უხმობდა საავადმყოფოში ვინ იცის მერამდენედ მოხვედრილი, ჭკუაზე გადაცდენილი მამა კლაუდიას, მაშინ როდესაც უკვე სხვა ქალთან, ვერონიკა ოხედასთან ცხოვრობდა.

ყოველთვის ცნობილი იყო, რომ მძიმე პრობლემების მიუხედავად დიეგო შვილებზე გადამკვდარი მამა იყო, მაგრამ ბოლო წლებში ურთიერთობები აირია. ასე მაგალითად, შარშან მარადონა დალილას ქორწილში არ წავიდა, რადგან დალიალმ მამასთან ერთად მისი ახალი მეგობარი ქალი რიკო ოლივარიც არ დაპატიჟა. ამბობენ, რომ მარადონების ოჯახში განხეთქილების ვაშლი სწორედ რიკო ოლივარმა ჩამოაგდო.

„ახლა უკვე ვიმედოვნებ, რომ ისინი (დიეგო და რიკო) სამუდამოდ დაგვანებებენ თავს. მამამ ცხოვრებაში თავისი გზა აირჩია და დაე ბედნიერად იაროს ამ გზაზე, დედაჩემს კი თავისი წილი ბედნიერება შეარჩინოს. ძნელია, როდესაც დედის ტანჯვას უყურებ. მამაც ბევრჯერ მინახავს გაწბილებული”.

 

 

 

წილი
წინა სტატიამოურ(ომ)ინიუ
შემდეგი სტატიაილია მიდის, ბექა რჩება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...