The Times-ის მიმომხილველმა ჰენრი ვინტერმა საინტერესო წერილი მიუძღვნა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელშიც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან ყურადსაღები მაგალითები მოიტანა. ქერინგტონში „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გუნდის გარდა, ინგლისური გრანდის ახალგაზრდებიც ვარჯიშობენ და შესაბამისად, პედაგოგიურ მხარეს დიდი ყურადღება ეთმობა.
ვინტერმა ყურადღება მიაქცია, რომ „იუნაიტედის” აკადემიის გასახდელში გამოკრულია ლეო მესის ფოტო, სადაც ის თავის ბუცებს წმენდს. ეს სურათი 2016 წელს „აპტონ პარკზეა” გადაღებული და მისი დანიშნულება ადვილი მისახვედრია: ბუცების მწმენდავი მესის ფოტო ყმაწვილ მანჩესტერელებს ასწავლის, რომ რაგინდ დიდ სიმაღლეებს უნდა მიაღწიო როგორც ფეხბურთელმა, თავში არ უნდა აგივარდეს და მიწას არ უნდა მოწყდე.
იმავე სტატიაში საუბარია „იუნაიტედის” 22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ სკოტ მაკტომინიზე. შოტლანდიელი თურმე მანქანას ბაზის წინ, საერთო პარკინგზე აჩერებს და თავს უფლებას არ აძლევს ნაგებობას უკანა მხრიდან მოუაროს, სადაც პირველი გუნდის ფეხბურთელები აჩერებენ თავიან ძვირფას ავტომობილებს.
წერია პოლ პოგბაზეც, რომელიც ყოველ მისვლაზე თბილად მოიკითხავს ხოლმე თავის ოდენდელ მწვრთნელებს.