თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი ხელბურთში. გაირკვა ფინალური ოთხეული. ცხრილი საბოლოოდ დალაგდა.
ბოლო ტურის მთავარ შეხვედრაში „პეგასმა” დაძაბულ შეხვედრაში მოუგო „ქუთაისს” 28:26. თბილისელებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდათ, ქუთაისელებს კი მარცხენა გარემარბი უჩა გამზარდია აკლდათ. ამ შეხვედრაში გუნდებს შორის მაქსიმალური სხვაობა სამქულიანი იყო და პირველად ის დასაწყისშივე დაფიქსირდა, როდესაც „ქუთაისი” 3:0 დაწინაურდა. შემდეგ, 22-ე წუთამდე რიონისპირელები წინ იყვნენ, 22-ზე კი ანგარიში გათანაბრდა 10:10, რის შემდეგაც ორი გოლი კიდევ „პეგასმა” შეაგდო. თუმცა, ტაიმი მაინც ქუთაისელებმა მოიგეს — 14:13.
შესვენების შემდეგ „ქუთაისმა” ორჯერ მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ „პეგასმა” არ დათმო და დიდი ბატალიების შემდეგ სამი ბურთითაც (27:24) კი გავიდა წინ. საბოლოოდ „პეგასმა” გაიმარჯვა.
„სამტრედიამ” მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს” 41:28; „გორმა” აჯობა წყალტუბოს „პრომეთეს” 43:33, ხოლო ბათუმის BSB-მ თელავის „იმედი-სტუ”-ს სძლია 45:33.
ამრიგად, 22 მაისს, ნახევარფინალებში BSB შეხვდება „იმედი-სტუს”, ხოლო „პეგასი” „ქუთაისს”.
ფინალი 23 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისში ცხელი სახელბურთო ზაფხული გველის: 8-18 ივნისს გაიმართება IHF-ის ერთა ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებებს შორის, ხოლო 3-11 აგვისტოს 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი.
საბოლოო ცხრილი | თ | მ | ფ | წ | გოლები | ქ | ||||||||
1 BSB ბათუმი | 21 | 19 | 0 | 2 | 910-607 | 38 | ||||||||
2 პეგასი | 21 | 18 | 0 | 3 | 829-611 | 36 | ||||||||
3 ქუთაისი | 21 | 16 | 0 | 5 | 881-615 | 32 | ||||||||
4 იმედი-სტუ | 21 | 13 | 0 | 8 | 727-623 | 26 | ||||||||
5 გორი | 21 | 8 | 0 | 13 | 744-920 | 16 | ||||||||
6 სპორტუნი | 21 | 5 | 1 | 15 | 698-894 | 11 | ||||||||
7 პრომეთე | 21 | 2 | 1 | 18 | 526-794 | 5 | ||||||||
8 სამტრედია | 21 | 1 | 2 | 18 | 559-790 | 4 |