სოჭში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშენებულ სტადიონ „ფიშს“ ნამდვილად არაფერი დაეწუნება და ახლა კიდევ ერთი პლუსი დაემატა.

ჩემპიონატის მსვლელობისას ვოლონტიორებმა ტრიბუნებზე დატოვებული ნაგავი შეაგროვეს და 50 ათასზე მეტი პლასტიკის ერთჯერადი ჭიქა ნაგვის უტილიზაციის ქარხანას სპეციალური პროგრამით ჩაბარდა. შედეგად, ქარხანამ ნაგავი გადაამუშავა, მისგან სინთეტიკური ბოჭკო, შემდგომ კი ხელოვნური საფეხბურთო საფარი შექმნა.

პირველი შეხვედრა ქათქათა საფარზე და წითელი ბურთით უკვე შედგა. სპეციალური სტუმრის სტატუსით სოჭში იტალიური ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავი მარკო მატერაცი ჩავიდა.

იტალიელმა, ბუნებრივია, კომენტარიც არ დაიზარა: „თავისთავად კარგია, როცა ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში შეძლებისდაგვარად მონაწილეობ. არანაკლებ ფასეულია, რომ პატარებს თუნდაც ხელოვნურ, მაგრამ ხარისხიან საფარზე მოუწევთ თამაში. ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთი პირობები რომ მქონოდა ბავშვობაში. ჩვენმა თაობამ ქუჩის ასფალტზე დაიწყო ფეხბურთის თამაში“.

წილი
წინა სტატიარაულ მადრიდი ემზადება
შემდეგი სტატიაარ გაეჯიბრო ჯორდანს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".